მარიო რუის აგენტმა მარიო გუფრედიმ რუდი გარსია გააკრიტიკა და ის მისი აგენტის უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
მიმდინარე სეზონში რუი უმეტესად სკამზე ზის, ხოლო მის ნაცვლად ფრანგი სპეციალისტი მატიას ოლივერას ენდობა. მარიო ძირითადში მხოლოდ „უდინეზეს“ წინააღმდეგ, მატჩში, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი, საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი მიითვალა. პორტუგალიელის აგენტმაც ეს მოიშველია და თქვა, რომ კვარაც მარიოს რუის გვერდით უკეთ თამაშობს.
„რუდი გარსია მარიო რუის უპატივცემულოდ ექცევა. ეს უპატივცემულობაა, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სერია A-ში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი იყო, სპალეტის ფეხბურთში ფუნდამენტური როლი ჰქონდა და ასე მოპყრობა უპატივცემულობაა. მარიომ „უდინეზესთან“ შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ მას შემდეგ მისი უთამაშებლობა ნიშნავს, რომ მწვრთნელს არ სურს მასთან მუშაობა. ზაფხულში გარსიას შეეძლო ეთქვა, რომ არ სურდა მარიო რუი. უბრალოდ, ნახეთ კვარაცხელიას თამაში, როდესაც მარიო რუი მოედანზე. კვარაცხელია უკეთ თამაშობს, როდესაც ფლანგზე მარიო ჰყავს. შესაძლოა მწვრთნელს არ სურს მსგავსი სტილით თამაში და სხვა სტილის მარცხენა მცველი სურს, მაგრამ მას უპატივცემულოდ ექცევა, სიტყვები არ მაქვს“, - თქვა ჯუფრედიმ.