„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ესპანურ მედიასთან მადრიდის „რეალთან“ მატჩის (2:3) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თამაში მოეწონა. დე ლაურენტისმა კომენტარი ვიქტორ ოსიმენზეც გააკეთა.
„თამაში ძალიან მომეწონა. ანჩელოტი? ის ჩემი მეგობარია, ნამდვილი ჯენტლმენი, უბრალოდ „ნაპოლის“ ტიფოზებს გამარჯვება სურთ და თუ ვერ იმარჯვებენ, მოტივი ყოველთვის აქვთ გასაკრიტიკებლად. თუმცა, ანჩელოტისნაირი ადამიანის გაკრიტიკება არ შეიძლება, რადგან შესანიშნავი ადამიანი და მწვრთნელია, ისევე, როგორც ფეხბურთელი იყო.
ოსიმენი ძლიერია, მასში ეჭვი არ გვეპარება. კონტრაქტზე პრობლემა არ არსებობს და არც არასდროს არსებობდა, დიახ, გაახანგრძლივებს. „ნაპოლიში“ ყველა ყოველთვის კმაყოფილია, პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც ნეაპოლიდან მიდიან”, - თქვა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2025 წელს ეწურება.