საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურში დინამო თბილისის და გაგრას მატჩით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა 3:1 მოიგეს და „დინამო ბათუმს“ კიდევ უფრო წინ გაჭრის საშუალება არ მისცეს.
შეიძლება ითქვას, მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რადგან თბილისელებმა მეტოქეს 3 გოლი გაუტანეს. სამივე ეფექტური გოლი იყო, რომლებიც გიორგი ხარიაშვილის, ანზორ მექვაბიშვილის და უსმანე კამარას აქტივშია.
71-ე წუთზე „დილამ“ ნიკა გაგნიძის ულამაზესი გოლით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ეს მხოლოდ პრესტიჟის გოლი იყო.
„დინამო თბილისმა“ ამ გამარჯვებით 55 ქულა დააგროვა და ლიდერთან ჩამორჩენა ისევ 7-ქულიანია, მომდევნო ტურში კი „სამტრედიას“ შეხვდება. „დილას“ 44 ქულით მეოთხე ადგილი უკავია და წინ „ტორპედოსთან“ მატჩი აქვს.
„დინამო თბილისი“ – „დილა“ 3:1 (3:0)
გოლები: 1:0 ხარაიშვილი (11), 2:0 მექვაბიშვილი (18), 3:0 კამარა (24), 3:1 გაგნიძე (71)