ფეხბურთი

19:58 | 3.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" "საბურთალოს" დიდი ანგარიშით აჯობა

ქუთაისის „ტორპედომ“ საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურში თბილისის „საბურთალო“ გაანადგურა, რომელსაც დროებით უჩა სოსიაშვილმა უხელმძღვანელა.

იმერლებმა მეტოქეს ყველაფერში აჯობეს და 5 უპასუხო გოლი გაუტანეს. ანგარიში ულამაზესი საჯარიმო დარტყმით ლაშა შერგელაშვილმა გახსნა, მერე კი გოლები გიორგი არაბიძემ, ირაკლი ბუღრიძემ და ნიკოლა ნინკოვიჩმა შეაგდეს. არაბიძემ დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა.

„ტორპედომ“ ამ გამარჯვებით 42 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა, თუმცა, სამეულს უკვე მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, რომელსაც სწორედ „საბურთალო“ ამაგრებს 45 ქულით. თბილისურმა გუნდმა ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა.

მომდევნო ტურში „ტორპედო“ „დილას“ ეთამაშება, ხოლო „საბურთალო“ „დინამო ბათუმს“.

„ტორპედო“ – „საბურთალო“ 5:0 (3:0)

გოლები: 1:0 შერგელაშვილი (25), 2:0 არაბიძე (29), 3:0 ბუღრიძე (43), 4:0 არაბიძე (59, პენ), 5:0 ნინკოვიჩი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110555