ფეხბურთი

23:20 | 2.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება საზონოვზე: "ისევ კარგად ითამაშა, მაგრამ არ გაუმართლა"

საბა საზონოვმა „ვერონასთან“ მხოლოდ 26 წუთი ითამაშა და მოედანი ტრავმის გამო დატოვა. თუმცა, ამ დროშიც მოასწრო თავის კარგად წარმოჩენა და იტალიურმა მედიამ მისი თამაში ასე შეაფასა.

Toro.it – 6 ქულა: „აცრემლებული გადის მოედნიდან. დარტყმის შემდეგ მაინც ცდილობს არ დანებდეს. სამწუხაროა, რადგან საწყის 20 წუთში ცუდად არ უთამაშია, პირიქით“.

Eurosport – 6 ქულა: „20 წუთი სუფთად ითამაშა, შემდეგ კი ტრავმა მიიღო“.

Tuttomercatoweb – 6 ქულა: „ლაციოსთან“ კარგი თამაშის შემდეგ უფრო მეტს აჩვენებს. სხეულს მეტოქის დასაჯაბნად იყენებდა. პირველ ტაიმში ძლიერი დარტყმა მიიღო ფეხში, სცადა თამაშის გაგრძელება, მაგრამ იძულებული გახდა დანებებულიყო“.

Toronews – 6 ქულა: „ქართველს არ გაუმართლა, ტრავმა ახლა ბოლო იყო, რისი სურვილიც შეიძლება „ტორინოში“ ჰქონოდათ. იმედია, მოედანს მალე დაუბრუნდება“.

შეგახსენებთ, რომ „ტორინოს“ 9 ქულა აქვს მოპოვებული და მომდევნო ტურში, 7 ოქტომბერს, სტუმრად „იუვენტუსთან“ ტურინულ დერბიში თამაში მოუწევს. საზონოვმა „ტორინოს“ რიგებში დღემდე ორჯერ ითამაშა.

0.121722