აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი „სეპაჰანსა“ და „ალ-იტიჰადს“ შორის გაურკვეველი ვადით გადაიდო.
როგორც გაირკვა, თამაშზე უარი არაბულმა კლუბმა თქვა მას შემდეგ, რაც მათ სათადარიგო სკამთან ახოს ყასემ სოლეიმანის ბიუსტი დახვდათ. „ალ-იტიჰადმა“ ამის გამო პროტესტი გამოთქვა და თამაშზე უარი თქვა.
ჯერჯერობით, უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ტურნირის ორგანიზატორები, მაგრამ ამ დროისთვის თამაში გაურკვეველი ვადით გადადებულია.
შეგახსენებთ, რომ ყასემ სოლეიმანი 2020 წლის 3 იანვარს მოკლეს.