ფეხბურთი

20:40 | 2.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"თელავი" და "სამტრედია" დაზავდნენ

საქართველოს ეროვნული ლიგის 28-ე ტურში „თელავი“ და „სამტრედია“ დაუპირისპირდნენ, რომლებიც ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაში არიან.

მათი უშუალო დაპირისპირებაც საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. „თელავმა“ ტაიმი ირაკლი რუხაძის გოლით მოიგო, მეორე ნახევარში კი „სამტრედიას“ მალევე შეეძლო გათანაბრება, მაგრამ მათე აბულაძემ პენალტი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, 61-ე წუთზე ალეკსანდარ მიშოვმა გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.

„თელავი“ 31 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში „გაგრას“ შეხვდება, ხოლო „სამტრედია“ 26 ქულით მერვე პოზიციაზეა და წინ „დინამო თბილისთან“ მატჩი ელოდება.

„თელავი“ – „სამტრედია“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 რუხაძე (43), 1:1 მიშოვი (61, პენ)

0.120977