„ბარსელონამ“ ლამინე იამალს კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ესპანური კლუბის ვებგვერდი იტყობინება.
კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმად იამალის გამოსასყიდი ფასი 1 მილიარდი ევრო იქნება...
16 წლის ლამინე იამალს „ბარსელონას“ მთავარ გუნდში 10 მატჩი ჩატარებული და ჯერ გოლი არ გაუტანია, 2-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. იამალის დებიუტი ესპანეთის ნაკრებში საქართველოს ნაკრებთან თბილისში შედგა და მან გოლიც გაიტანა.