რაგბი

19:05 | 2.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბორჯღალოსნების" წინსვლა მსოფლიო რაგბის რეიტინგში

მსოფლიო თასზე მეოთხე ტურის დასრულების შემდეგ მსოფლიო რაგბიმ რეიტინგი განაახლა, რომლის მოწინავე ათეულში ცვლილება არ მომხდარა, სამაგიეროდ, ფიჯისთან მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ერთი პოზიციით დაწინაურდა.

ლევან მაისაშვილის გუნდი მე-14 ადგილიდან მე-13 ადგილზე აღზევდა. ორი პოზიცია დაკარგა სამოამ, რომელსაც იაპონიამ და საქართველომ გადაასწრეს.

1. ირლანდია - 93.79 ქულა
2. საფრანგეთი - 90.59
3. სამხრეთ აფრიკა - 89.70
4. ახალი ზელანდია - 87.69
5. შოტლანდია - 83.43
6. ინგლისი - 83.24
7. უელსი - 83.17
8. ფიჯი - 81.16
9. არგენტინა - 79.31
10. ავსტრალია - 77.48
11. იტალია - 75.93
12. იაპონია - 75.51
13. საქართველო - 72.68
14. სამოა - 72.23
15. ტონგა - 7029

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ავსტრალიასა და ფიჯისთან წააგო, პორტუგალიასთან კი ფრე ითამაშა. „ბორჯღალოსნები“ ბოლო ტურში 7 ოქტომბერს, უელსის ნაკრებს შეხვდებიან.

0.122789