ფეხბურთი

14:50 | 2.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ფეიენოორდის“ მწვრთნელი: „სიმეონე ადვილად ღიზიანდება და ნერვიულობს“

„ფეიენოორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ, ჟურნალისტებს მადრიდელთა მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს შესახებ გაუზიარა აზრი და გაიხსენა, როგორ მოიქცა არგენტინელი ორი წლის წინათ კლუბებს შორის ამხანაგური თამაშის დროს.

„მატჩის ბოლოს მივედი სიმეონესთან, რომ მეთქვა, როგორი ემოციური იყო თუნდაც ამხანაგურ მატჩში. მაგრამ მან არასწორად გაიაზრა ჩემი ღიმილი და მიბიძგა. ვფიქრობ, იქ რომ არავინ ყოფილიყო, დიდი პრობლემები შეექმნებოდა (იღიმის).

ეს ბევრს ამბობს მასზე და იმ სიმსუბუქეზე, რომლითაც ის ღიზიანდება და ნერვიულობს. ვინც არ უნდა დაუდგეს წინ, მნიშვნელობა არ აქვს, ასეთი ადამიანია.

არ მგონია, რაიმე ჰქონდეს ჩემს წინააღმდეგ. მე პატივს ვცემ „ატლეტიკოს“ იმ ფეხბურთისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში აჩვენებენ.“ - ციტირებს სლოტის სიტყვებს Mundo Deportivo.

ოთხშაბათს, 4 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ფეიენორდი“„ატლეტიკოს“ მადრიდში დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 20 საათსა 45 წუთზე დაიწყება.

0.113731