გერმანელი მცველი, ჟერომ ბოატენგი, „ბაიერნთან“ ერთად „კოპენჰაგენთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე არ გაემგზავრება და მიუნხენური კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ინდივიდუალური პროგრამით იმუშავებს - წერს Sky Sport Germany.
წყაროს ცნობით, ბოატენგმა „ბაიერნის“ ვარჯიშზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ფეხბურთელი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია. თუმცა, მზად არის თუ არა სრული დატვირთვისათვის, უახლოეს დღეებში გამოჩნდება. მას შეუძლია გუნდს დაუბრუნდეს ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს.
შეგახსენებთ, რომ ბოატენგი რამდენიმე დღის წინათ დაუბრუნდა „ბაიერნს“ „ლიონიდან.“