„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, „ქალაქელების“ მატჩების დროს საკუთარ ემოციურ საქციელზე ისაუბრა.
„ბარსელონაში" რომ ვთამაშობდი, დანარჩენებს შორის ფიზიკურად ყველაზე ნაკლებად განვითარებული ფეხბურთელი გახლდით, მაგრამ ამავდროულად, ალბათ ერთ-ერთი ვიყავი, ვინც ყველაზე მეტი გაფრთხილება მიიღო, რადგან ყოველთვის მსაჯებს ვეკამათებოდი. ახლა იგივე მემართება, როგორც მწვრთნელს. ვაპროტესტებ, თუ უსამართლობას ვხედავ, ან თუ რაღაც არ მომწონს. თუმცა ეს უნდა გავაკონტროლო.
ტრიბუნებზე ყვითელი ბარათის მიღება შეუძლებელია, უბრალოდ ვაანალიზებდი რა ხდებოდა მინდორზე. მაგრამ გვერდით, როცა ხედავ რაღაცას, რაც არ მოგწონს, უნდა თქვა. ვისურვებდი, ბარათები აღარ მიჩვენონ, საკუთარი თავის გაკონტროლება მინდა, ვეცდები ამას, მაგრამ 100%-ით ვერ დაგარწმუნებთ, რომ წარმატებას მივაღწევ.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ბოლო მატჩში („ვულვერჰემპტონი“ - „მანჩესტერ სიტი“ (2:1), გვარდიოლა დისკვალიფიცირებული გახლდათ და თავის გუნდს ტრიბუნიდან უცქერდა. მანამდეც ბევრი ყვითელი ბარათი მიიღო.