ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალის“ ბოლო ორ მატჩში სათადარიგო სკამზე დარჩა, რაც ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.
ლუკას თუ ტრავმა არ ჰქონდა, ყოველთვის უწევდა თამაში „რეალის“ მაისურით. აქამდე ბოლო შემთხვევა 2012 წლის ოქტომბრით თარიღდებოდა, როდესაც ჟოზე მოურინიომ „აიაქსისა“ და „ბარსელონას“ წინააღმდეგ არ ათამაშა.
კარლო ანჩელოტიმ კი, მოდრიჩი შემადგენლობიდან მადრიდული დერბის წაგების შემდეგ ამოაგდო. როგორც ესპანური მედია წერს, „ინტერ მაიამი“ ამ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.
შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩმა „რეალის“ რიგებში დღემდე 495 მატჩი ჩაატარა, 37 გოლი გაიტანა და 77 საგოლე პასი გააკეთა.