ფეხბურთი

16:34 | 1.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "არასოდეს მინახავს ამდენი უსამართლო გადაწყვეტილება ერთ მატჩში"

იურგენ კლოპმა „ტოტენჰემთან“ მატჩზე (1:2) კომენტარი გააკეთა და მსაჯების გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო დარჩა.

„ლივერპულს“ ერთი გოლი არ ჩაუთვალეს, ორი ფეხბურთელი კი გაუძევეს.

„ვფიქრობ, ამაზე ბევრი არ უნდა ვილაპარაკოთ, რადგან ეს არ გამოგვადგება. ვნახე და ვიცი, ვინ დაუშვა შეცდომა. დარწმუნებული ვარ, შეცდომებს განზრახ არავინ უშვებს, მაგრამ ეს მაინც და ახლა არ ვიცი, რატომ. არ ვიცი, შეცვლიდა თუ არა, ეს გოლი თამაშს, მაგრამ ეს მართლაც შესაძლებელი იყო.

ბოლოს როდის ნახეთ 11-9-ზე თამაში? და ახლოს ვიყავით 8 ფეხბურთელით დარჩენასთან. უბრალოდ, სიგიჟეა, როგორ ვიბრძოდით. არასდროს მიამაყია ამ გუნდით ისე, როგორც დღეს. არასოდეს მინახავს თამაში მსგავსი უსამართლო გარემოებებით, გიჟური გადაწყვეტილებებით. ავტოგოლი გავიტანეთ და ამასთან შეგუება ძალიან რთულია, მაგრამ გუნდით ნამდვილად ვამაყობ. დიოგო ჟოტა პირველ ყვითელ ბარათს არ იმსახურებდა, ჯონსმა უბრალოდ ბურთს დააბიჯა და მოედანი დატოვა, ლუის დიასი თამაშგარეში არ იყო, მათ უბრალოდ არასწორად დახაზეს თავიანთი ხაზები“, - თქვა კლოპმა.

აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის სამსაჯო კორპუსმა აღიარა, რომ ლუსი დიასი თამაშგარე მდგომარეობაში არ იყო და გოლი უნდა ჩათვლილიყო, თუმცა, ფაქტია არ ჩაითვალა.

0.110473