ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ „ლეჩესთან“ „ნაპოლის“ თამაში შეაფასა. როგორც მან თქვა, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ჩახუტება გოლის შემდეგ გუნდის ერთიანობაზე მიანიშნებს.
„გუნდი ნელ-ნელა უბრუნდება გასული სეზონის დონეს. როტაციამაც, რომელიც მადრიდის „რეალთან“ მატჩზე იყო გათვლილი, იმოქმედა. კვარაცხელიას და ოსიმენს შორის ჩახუტება კი შესანიშნავია, რომელიც მიანიშნებს იმაზე, თუ როგორი ერთიანია გუნდი და სურს მნიშვნელოვან მიზნებს მიაღწიოს“, - თქვა საკიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ სერია A-ში 7 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს, მომდევნო მატჩს კი 3 ოქტომბერს, მადრიდის „რეალთან“ ჩაატარებს.