ფეხბურთი

1:05 | 1.10.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსის" მატჩი ისევ შეწყდა: ბრობისთან შეჯახებით მეკარემ გონება დაკარგა

ამსტერდამის „აიაქსის“ მატჩი ერედივიზიონში ზედიზედ მეორედ შეწყდა, თუმცა თუ წინა ტურში ამის მიზეზი გულშემატკივრები იყვნენ, ამჯერად უმძიმესი ტრავმაა.

„აიაქსი“ „ვალვაიკს“ სტუმრად 3:2-ს ამარცხებდა, მაგრამ 83-ე წუთზე ბრაიან ბრობი მასპინძელთა მეკარეს, ეტიენ ვაესენს შეეჯახა, რის შედეგადაც 28 წლის კიპერმა იმ წამსვე გონება დაკარგა...

უმძიმესი კადრები იყო. ფეხბურთელი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ უცნობია, მაგრამ როგორც ნიდერლანდური პრესა წერს, გონზე მოვიდა და ჰოსპიტალში რჩება.

მატჩი მსაჯმა შეწყვიტა და ფეხბურთელები გასახდელში შევიდნენ. ფეხბურთელებისა და ფანების ნაწილი ცრემლებს ვერ იკავებდა. მატჩი გაურკვეველი დროით გადაიდო, გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.

მოხდა უსიამოვნო ინციდენტიც: მატჩის შეწყვეტის შემდეგ „აიაქსის“ სამი სათადარიგო ფეხბურთელი, მათ შორის, გიორგი მიქაუტაძე, მოედანზე გავიდნენ გასახურებლად, რასაც „ვალვაიკის“ ფანებისგან საშინელი ობსტრუქცია, სტვენა და შეძახილები მოჰყვა. მალევე სამივემ ვარჯიში შეწყვიტა და გასახდელში შევიდნენ.

ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ მიქაუტაძეს სათამაშო დრო ისევ არ მიეცა, უკვე ზედიზედ მესამედ - ქართველის ამსტერდამული კარიერა კოშმარულად დაიწყო...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114684