ფეხბურთი

23:20 | 30.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა" „ჟირონა" დაამარცხა და პრიმერას სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-8 ტურის მატჩში, მოულოდნელმა ლიდერმა, „ჟირონამ,“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

შეხვედრის მე-17 წუთზე ანგარიში ხოსელუმ გახსნა. 21-ზე ჩუამენიმ თავური დარტყმით შედეგი გააორმაგა. 71-ე წუთზე კი „სამეფო კლუბის“ ახალმა ვარსკვლავმა, ჯუდ ბელინგემმა მესამე გოლი გაიტანა.

ამგვარად, პრიმერა დივიზიონის რვა ტურის შემდეგ, მადრიდის „რეალმა" 21 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. თავის მხრივ, 19-ქულიანი „ჟირონა“ მესამე ადგილზე დგას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123981