ფიჯის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საიმონ რაივალუიმ საქართველოსთან მატჩის (17:12) კომენტარი გააკეთა.
„ვულოცავ საქართველოს კარგ თამაშს, გულწრფელი თუ ვიქნები, უნდა ვთქვა, რომ პირველ ტაიმში გვაჯობეს. ვიცოდით, რომ რთული ბრძოლა იქნებოდა, უბრალოდ მადლობელი ვარ, რომ შედეგს მივაღწიეთ“, - თქვა რაივალუიმ.
კომენტარი გააკეთა მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, ლევანი ბოტიამ: „ძალიან ვამაყობ ბიჭებით, ვფიქრობ, პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, შანსები ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ მეორე ტაიმში დავბრუნდით“.
ასევე ისაუბრა ფიჯელთა კაპიტანმა ვაისეა ნაიაკალევუმ: „საოცარი თამაში იყო. საკმაოდ დაღლილი ვარ, რთული თამაში გამოვიდა. ვამაყობ ბიჭებით, რადგან გუნდური ძალისხმევა აჩვენეს. ვუთხარი ბიჭებს, რომ ბრძოლა უნდა გაგვეგრძელებინა. ჩვენ გვინდა ისტორია დავწეროთ და ეს ჩვენი მიზანია“.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ტურის შემდეგ ისევ მოგების გარეშეა და 3 ქულა აქვს (1 ფრე, 2 წაგება), ბოლო შეხვედრას კი 7 ოქტომბერს, უელსის ნაკრებთან ჩაატარებს, რომელიც ჯგუფიდან უკვე გასულია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Akvris rekordi ramdenia vincicit daweret
გაიხარე ლაშა ! ! !
ღმერთმა გაახაროს ძმაო შენი გამზრდელი!
შენი გამჩენის ჭირიმე, შენი!
კაცი ყოფილხარ შტანგის დამშვენი!
გენაცვალე ლაშა რა მაგარი გვყავხარ!! გაიხარე რომ ასე გვახარებ, გისურვებ წარმატებას და რა საკვირველი ისევ ოლიმპიურ ოქროს.
იხარა შენმა გამზრდელმა ძმაო!❤❤❤ კეთილი თბილი და უძლიერესი ადამინი ხარ ლაშა ❤ ტოკიო შენია ძმაო ულაპარაკოდ
იმედია ლაშას მაინც არ აწყენს ამდენი ქება
აკვრის რეკორდის დამხობაც მოგველოცოს და ღმერთმა 500KG-ის დაძლევაც შეაძლებინოს.
რა ბედნიერებაა, აეთი ქართველებიც, რომ არსებობენ....
მალადეც ლაშა!
ეგეტი დომინანტი რინერიც აღარ არის. წლის სპორცმენია!
ვახ შენ გენაცვალე, უმაღლესი ვაჯკაცი ადამიანი მსოფლიოში