რაგბი

22:39 | 30.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "ყველაფერი გავიღეთ, მაგრამ სამწუხაროდ ეს საკმარისი არ გამოდგა"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ფიჯისთან მატჩის (12:17) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, თამაშის დასაწყისში იძულებითმა შეცვლებმა თავი მეორე ტაიმში იჩინა.

„კვირის განმავლობაში კარგად მოვემზადეთ და ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს. თუმცა, სამწუხაროდ, თამაშის დასაწყისში ტრავმები მივიღეთ და მეორე ნახევარში ამან თავი იჩინა. ჩვენი თამაში არ აღმოჩნდა საკმარისი, ასევე გვყავდა რამდენიმე ახალგაზრდა, გამოუცდელი მორაგბე სათადარიგო სკამზე. მათ ბევრი იშრომეს და ყველაფერი გაიღეს, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს სამწუხაროდ საკმარისი არ გამოდგა.

ძალიან ვამაყობ ჩემი ბიჭებით. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ახლა უელსთან მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. მაქსიმუმის გაკეთებას ვეცდებით, რადგან ეს ჩვენი ბოლო თამაშია მსოფლიოს ჩემპიონატზე“, - თქვა მაისაშვილმა.

კომენტარი გააკეთა მიხეილ ნარიაშვილმა, რომელმაც მერაბ შარიქაძის არყოფნაში „ბორჯღალოსნებს“ უკაპიტნა: „ვამაყობ გუნდით. სამწუხაროდ, რაც ვაჩვენეთ, არ გამოდგა საკმარისი ამ თამაშის მოსაგებად. გავაგრძელებთ ბრძოლას შემდეგ მატჩში, ყველა მოთამაშე მაქსიმუმს გაიღებს, რათა ჩვენი ქვეყანა საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ“.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ტურის შემდეგ ისევ მოგების გარეშეა და 3 ქულა აქვს (1 ფრე, 2 წაგება), ბოლო შეხვედრას კი 7 ოქტომბერს, უელსის ნაკრებთან ჩაატარებს, რომელიც ჯგუფიდან უკვე გასულია.

0.131462