ფეხბურთი

20:22 | 30.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "კვარაცხელია თავის დონეზე დაბრუნდა, რაც გუნდს სტაბილურობაში ეხმარება"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „ლეჩესთან“ მატჩის (4:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა თქვა, ყველა ფეხბურთელი უბრუნდება თავის დონეს, ხვიჩა კვარაცხელია კი, ბოლო 3 მატჩია უკვე დაბრუნდა.

„ყველა ბრუნდება თავის დონეზე, როგორც ანგისა და კვარა, რომლებიც უკვე 3 მატჩია თავის დონეზე დაბრუნდნენ და ეს გუნდს ეხმარება სტაბილურად თამაშში. ჩვენ ყოველთვის კარგად ვთამაშობდით და მშვიდად ვიყავი, ვიცოდი, რომ მატჩებსაც მოვიგებდით. ბიჭები ყოველთვის აჩვენებენ გუნდურ სულისკვეთებას, კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ქულები გზაში იკარგება, სწორ გზაზე ვართ.

„რეალთან“ მატჩისთვის 3 დღე გვაქვს, კარგია, რომ გუნდში ტრავმები არავის აქვს, მთავარია ენერგია აღვიდგინოთ, რათა ჩვენი გულშემატკივრის წინაშე მაქსიმუმი გავიღოთ. დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ, კარგად დავიწყეთ, ოსიმენი კარგად შემოვიდა და გაიტანა, მიხარია ოსტიგორის და გაეტანოს გოლი, კარგია, რომ არც გოლი გავუშვით“, - თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 7 მატჩში 1 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს საკუთარ აქტივში. „ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 14 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 8 ოქტომბერს, „ფიორენტინას“ უმასპინძლებს, თუმცა, მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალს“ ასევე შინ დაუპირისპირდება (3 ოქტომბერს).

0.115488