„რომას“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო სეზონის წარუმატებელი სტარტის მიუხედავად გუნდიდან წასვლას არ აპირებს. როგორც მან თქვა, პრობლემა მასში არ არის და სეზონის ბოლომდე „რომაში“ დარჩება.
„სამი თვის წინ ფაქტობრივად დრამა იყო იმაზე ფიქრი, რომ შეიძლებოდა წავსულიყავი. ბუდაპეშტის ფინალიდან 2-3 დღეში დენ ფრედკინს შევხვდი და სიტყვა მივეცი, რომ დავრჩებოდი. შვებულების პერიოდში მქონდა ყველაზე დიდი და გიჟური შემოთავაზება სხვა გუნდისგან. ყველაზე დიდი შეთავაზება, რაც კი ოდესმე ჰქონია მწვრთნელს და მე ეს უარით გავისტუმრე ჩემი ფეხბურთელების, ფრედკინისა და გულშემატკივრებისთვის მიცემული სიტყვის გამო. სამი თვის შემდეგ, როგორც ჩანს, პრობლემა მე ვარ, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები, პრობლემა მე არ ვარ, მაგრამ ყველანი ვართ პასუხისმგებელნი სიტუაციაზე, აქ 30 ივნისამდე ვიბრძოლებ“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ „რომას“ 6 ტურში მხოლოდ 5 ქულა აქვს მოპოვებული და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.