ფეხბურთი

14:00 | 30.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: გიგანტი საზონოვი "ტოროს" დასაცავად მზადაა

Gazzetta Dello Sport-ი საბა საზონოვის შესახებ წერს. ცნობილი გაზეთი ეხმაურება იმას, რომ ქართველმა მცველმა ალესანდრო ბონჯორნოს ტრავმით შანსი მიიღო და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას ეცდება.

„ტორინოს“ ახალი მცველის დებიუტი სერია A-ს ბოლო ტურში შედგა, როდესაც მან ტრავმირებული ბონჯორნო შეცვალა. ქართველი ცენტრალური მცველი „ლაციოსთან“ იმობილეს წინააღმდეგ კარგი თამაშით გამოირჩა და ახლა „ვერონასთანაც“ ითამაშებს. ბონჯორნოს არყოფნის გამო საზონოვი მოედანზე პირველივე წუთიდან გავა, 7 დღეში დერბიში „იუვენტუსთან“ ბონჯორნო კვლავ ვერ ითამაშებს, ამიტომ საზონოვს ექნება თავისი შესაძლებლობების დემონსტრირების შანსი მას შემდეგ, რაც რომში უკვე აჩვენა - თავისი უნარები, ძლიერი ხასიათი და ნდობა, რომელიც მაშინვე გააღვიძა თანაგუნდელებში. გიგანტი საზონოვი „ტოროს“ დასაცავად მზადაა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ტორინოსა“ და „ვერონას“ მატჩი 2 ოქტომბერს გაიმართება.

0.114875