ფეხბურთი

12:55 | 30.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიანო ჯუნტოლი: "ომის გარეშე "ნაპოლიში" კვარაცხელიას ვერ დავიმატებდი"

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა კრისტიანო ჯუნტოლიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც ასევე ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა კომენტარი.

როგორც მან თქვა, „ნაპოლიში“ ქართველი ფეხბურთელის გადაბირებას ვერ შეძლებდა, რომ არა უკრაინაში დაწყებული ომი, რამაც ქართველი ფეხბურთელის ღირებულება გააიაფა, ხოლო პანდემიის გარეშე „ლილიდან“ ვიქტორ ოსიმენს ვერ შეიძენდა.

„დღეს ფეხბურთში ყველამ ყველაფერი იცის, რთულია სხვების დამარცხება და დაბალ ფასად ტრანსფერის გაკეთება. მე „ნაპოლიში“ რამდენიმე დამთხვევა დამეხმარა: ომის გარეშე კვარას იმ ფასში ვერ შევიძენდი, პანდემიის დროს სეზონის გაჩერების გარეშე კი ოსიმენი ალბათ საფრანგეთში 30 გოლს გაიტანა და პრემიერლიგაში მოხვდებოდა..

„იუვენტუსში“ სახლში ვარ. მამაჩემი ამ გუნდის დიდი ტიფოზი იყო, მეც პლატინის „იუვეზე“ გავიზარდე, პრატოდან ტურინში დავდიოდი მატჩების სანახავად. 1998 წელს ამსტერდამშიც ვიყავი, „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე, რომელიც წავაგეთ მიატოვიჩის თამაშგარიდან გატანილი გოლით“, - თქვა ჯუნტოლიმ.

შეგახსენებთ, რომ კრისტიანო ჯუნტოლიმ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 10 მილიონ ევროდ დაიმატა. ის გასულ ზაფხულს ნეაპოლელებიდან სამუშაოდ „იუვენტუსში“ წავიდა.

0.110101