ფეხბურთი

10:27 | 30.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე: "არ შეიძლება კარგი ნახევარი სეზონისთვის ხელფასის გასამმაგება"

იტალიელმა ჟურნალისტმა ჯოვანი კაპუანომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია კარგად ჩატარებული ნახევარი სეზონის გამო ხელფასის გასამმაგებას არ იმსახურებს. როგორც მან თქვა, „ნაპოლის“ უფლებაა როდის გადაწყვეტს კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებას.

„არ მგონია, რომ ოსიმენსა და კვარაზე კონტრაქტის საკითხი გავლენას ახდენდეს. ოსიმენი „ბოლონიასთან“ გაცუდებული პენალტის მიუხედავად, საუკეთესოთა შორის იყო, კვარას კი გასული სეზონის შუაში გაუჭირდა. გარდა ამისა, კლუბს აქვს სრული უფლება კონტრაქტის განახლების დრო თვითონ დააწესოს. არ შეიძლება ფეხბურთელის ხელფასის გასამმაგება კარგად ნათამაშები მხოლოდ ნახევარი სეზონისთვის. სწორია, რომ „ნაპოლი“ მსჯელობს, ეს გულშემატკივრებმაც უნდა გაიგონ, რომლებიც ზეწოლას ახდენენ კლუბზე, რომ არ დაკარგონ თავიანთი კერპები“, - თქვა კაპუანომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და სეზონში 1.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

0.113623