ფეხბურთი

23:30 | 29.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

კასანო: "40 წლის განმავლობაში ასეთი არაფერი მინახავს, ოსიმენმა "ნაპოლი" უფასოდ უნდა დატოვოს"

ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „ნაპოლი“ და მისი პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გააკრიტიკა ვიქტორ ოსიმენის დაცინვის გამო.

როგორც კასანომ აღნიშნა, ნიგერიელი „ნაპოლის“ უფასოდ თუ დატოვებს, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება.

„პირველად ჩემს ცხოვრებაში, 40 წლის განმავლობაში ვნახე, როდესაც კლუბი თავის ფეხბურთელს დასცინის გაცუდებული პენალტის გამო. კიდევ უფრო მძიმეა ის განცხადება, რომელშიც „ნაპოლი“ ფეხბურთელს ბოდიშს არ უხდის და ამბობს, რომ მას ეს შეურაცხყოფად არ უნდა მიეღო, რადგან კლუბმა მის გამო 1000-მდე შეთავაზება უარყო. დე ლაურენტისმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ კატასტროფაზე, რომელიც მან გამოიწვია და სწორი იქნება, თუ ოსიმენი მომდევნო წელს „ნაპოლიდან“ უფასოდ წავა“, - თქვა კასანომ.

0.129745