ფეხბურთი

18:07 | 29.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბონჯორნო უახლოეს მატჩებს გამოტოვებს, საზონოვისთვის ეს შანსია

„ტორინოს“ მცველ ალესანდრო ბონჯორნოს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც კუნთის პირველი ხარისხის დაზიანება აჩვენა.

ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით სამი კვირა იუქმებს, შესაბამისად, უახლოეს ორ მატჩს, „ვერონასა“ და „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გამოტოვებს. სავარაუდოდ, ის მზად იქნება სანაკრებო პაუზის შემდეგ, როდესაც „ტორინო“ „ინტერს“ შეხვდება, ოქტომბრის ბოლოს.

ვინაიდან „ტორინოს“ კიდევ ორი ცენტრალური მცველი, კოფი ჯიჯი და დავიდ ზიმა ჰყავს ტრავმირებული, ეს საბა საზონოვის შანსია, რომელიც დიდი ალბათობით, „ვერონასა“ და „იუვენტუსთან“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

საზონოვის დებიუტი „ლაციოსთან“ მატჩში შედგა, როდესაც 27-ე წუთზე სწორედ ტრავმირებული ბონჯორნო შეცვალა.

0.126733