გიორგი ჭელიძემ წყალტუბოს "სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
კლუბსა და მწვრთნელს შორის ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
ჭელიძემ წასვლა „სამტრედიასთან“ მარცხის (0:3) შემდეგ გადაწყვიტა. „სამგურალმა“ ბოლო ორი თამაში წააგო და ეროვნულ ლიგაში 42 ქულით მეხუთე ადგილზეა. ჯერჯერობით, უცნობია ვინ იქნება წყალტუბოელთა ახალი მწვრთნელი.