„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ბრუნო ჯორდანომ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „უდინეზესთან“ გოლზე დეტალურად ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ქართველმა ფეხბურთელმა ლამაზი გოლის გასატანად პირობები შეიქმნა და ყველაფერი დეტალურად გათვალა.
„დარტყმა იყო ფანტასტიკური და რთულიც იყო, რადგან ორი ძელის შემდეგ ემოციურად შეიძლება ისევ ძელისთვის გაერტყა. კვარაცხელიამ დაადასტურა, რომ მას აქვს დიდი ფეხბურთელის ალღო და ხასიათი.
ტექნიკურადაც რთულად შესასრულებელი იყო, რადგან მეკარე კარიდან გამოვიდა და კვარას ბურთი რომ ზედმეტად აეწია, შეიძლება ის დაეკარგა, მაგრამ მან ყველაფერი მშვენივრად გათვალა, გამოთვალა სივრცე და დრო. გოლამდე მოქმედება სრულყოფილი იყო. თუ მოქმედებას დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ როდესაც მეტოქეს ბურთს ართმევს, უბრალოდ კი არ დაარტყა, არამედ რეალურად შეიქმნა პირობები გოლის გასატანად. მან ყველაფერი სანტიმეტრებში გათვალა, მისი ფეხბურთი ხელოვნებაა“, - თქვა ჯორდანომ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" უახლოეს მატჩს 30 სექტემბერს, სტუმრად "ლეჩესთან" გამართავს.