ფეხბურთი

10:28 | 29.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ჩვენს კარში ყოველი დარტყმა გოლით სრულდება, მაგრამ ახლა ტირილის დრო არაა"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ჯენოასთან“ მარცხის (1:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც პორტუგალიელმა აღნიშნა, ასეთი სტარტი არც „რომას“ ჰქონია და არც მას კარიერაში, მაგრამ „რომაც“ ევროთასის ფინალში ზედიზედ ორჯერ პირველად მისი ხელმძღვანელობით გავიდა.

„არ მინდა ბევრი ვილაპარაკო, ფეხბურთელებთანაც არ მილაპარაკია. თამაში ძალიან ცუდად დავიწყეთ. ჩვენს კარში ყოველი დარტყმით გოლი გადის, ეს პრაქტიკულად ყველა მატჩში ხდება. თუმცა, ახლა ტირილის დრო არ არის.

ჩემს კარიერაში სეზონის ყველაზე ცუდი სტარტია, ისევე, როგორც „რომას“ ისტორიაში, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ „რომას“ ზედიზედ ორჯერ ევროთასის ფინალში ჩემამდე არასდროს უთამაშია“, - თქვა მოურინიომ.

„რომას“ ექვს ტურში მხოლოდ 5 ქულა აქვს მოპოვებული და გასავარდნ ზონას მხოლოდ ორი ქულითაა დაშორებული.

0.118079