საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურში „თელავმა“ გორის „დილა“ დაამარცხა. გიორგი მიქაძის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
არადა გორელებმა კარგად დაიწყეს და მე-5 წუთზე ანგარიში ონორე გომისმა გახსნა. თუმცა, მასპინძლებამ სიტუაცია სათავისოდ მაინც შეცვალეს. პირველი ტაიმის მიწურულს ირაკლი რუხაძემ ანგარიში გაათანაბრა.
თელაველებმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეექვსე წუთზე გაიტანეს, რომელიც გურამ გოშთელიანის აქტივშია - 2:1.
„თელავმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვებით 30 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზეა, ხოლო „დილას“ 44 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციას იკავებს.
„თელავი“ – „დილა“ 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 გომისი (5), 1:1 რუხაძე (42), 2:1 გოშთელიანი (90)