ფეხბურთი

18:00 | 28.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურში „სამტრედიამ“ იმერულ დერბიში „სამგურალი“ 3:0 დაამარცხა.

„სამტრედია“ ბოლო დროს დიდებულ ფორმაშია და ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო, ბოლო 6 ტურია კი არ დამარცხებულა.

სტუმრებმა „სამგურალსაც“ იოლად აჯობეს სტაჰინია პავიშიჩის და ალეკსანდრ მიშოვის გოლებით და ნიკა კალანდარიშვილის ავტოგოლით.

„სამტრედიამ“ ამ გამარჯვებით 25 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ჯერ ისევ მერვე ადგილზეა, ხოლო „სამგურალი“ 42 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს.

„სამგურალი“ – „სამტრედია“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 პავიშიჩი (4), 0:2 კალანდარიშვილი (23, ა.გ), 0:3 მიშოვი (66)

0.112973