მაიამის „ინტერი“ აშშ-ის თასის ფინალში „ჰიუსტონ დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა. ჰიუსტონელთაგან გოლები გრიფინ დორსიმ (24-ე წუთზე) და ამინ ბასიმ (33) გაიტანეს. მაიამელთაგან თავი 91-ე წუთზე ჯოზეფ მარტინესმა გამოიჩინა.
ლიონელ მესიმ მატჩში კუნთის ტრავმის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო. 36 წლის ფეხბურთელი ჯანმრთელობის მიზეზით უკვე მესამე მატჩს ტოვებს.
მაიამის „ინტერმა“ მესის გარეშე ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო. ჯერ იყო მარცხი „ატლანტასთან“ (2:5), შემდეგ ფრე „ორლანდო სიტისთან“ (1:1) და ბოლოს „ჰიუსტონთან.“
MLS-ში „ინტერ მაიამი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 32 ქულით მე-14 ადგილზეა. ლიდერი კი „ცინცინატია” (62 ქულა).
მომდევნო ტურში ბექემის გუნდი 1 ოქტომბერს „ნიუ-იორკ სიტის“ შეხვდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თუ პირიქით, ადრე, ავირიე :დდდ
მოკლედ დილის თამაშები ადრე დაიწყონ, საღამოსი გვიან :დდ
და ამათმაც დროის გადაწევის გარეშე 1 საათით გვიან დაიწყონ ასპარეზობები, იგივე არ გამოვა?
))