კალათბურთი

3:59 | 28.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის ბრწყინვალე თამაშმა "ტენერიფე" ზედიზედ მეორე მარცხისგან ვერ იხსნა

ესპანეთის ლიგა ენდესას მეორე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და 86:94 დამარცხდა, რითაც სეზონში ზედიზედ მეორედ წააგო.

მატჩის ბედი მეორე პერიოდმა განაპირობა, რომელიც ვალენსიელებმა 15 ქულით მოიგეს და ეს უპირატესობა გადამწყვეტი აღმოჩნდა.

მარცხის მიუხედავად მოედანზე საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 23 წუთში 21 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 7 ორქულიანი და 9-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა.

„ლენოვო ტენერიფე“ 2 მარცხით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 სექტემბერს, „მურსიას“ ესტუმრება.

0.115982