ფეხბურთი

21:50 | 27.09.2023 | ნანახია 701 - ჯერ

ოფიციალურად: ჯენარო გატუზო "მარსელის" მწვრთნელად დაინიშნა

მარსელის „ოლიმპიკის“ მთავარ მწვრთნელად ჯენარო გატუზო დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

იტალიელმა სპეციალისტმა ფრანგებთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და მარსელინო ტორალი შეცვალა, რომელმაც კლუბი რამდენიმე დღის წინ დატოვა.

აღსანიშნავია, რომ გატუზოს მანამდე „ლიონს“ უკავშირებდნენ, მაგრამ „ლომები“ საბოლოოდ ფაბიო გროსომ ჩაიბარა.

შეგახსენებთ, ჯენარო გატუზო ბოლოს „ვალენსიაში“ მუშაობდა, მანამდე კი „ნაპოლის“, „მილანის“, „პიზას“, „ოფის“, „პალერმოს“ და „სიონის“ მწვრთნელი იყო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:27 | 24.06.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

ეს მედალი ყველაზე მეტად მიხარია, ვულოცავ ოჯახს.
ამიერიდან ტყვიის სროლის ტურნირებზე ჩვენი "სპეცნაზელებიც" გავუშვათ - მაგრად კი უმიზნებენ ეგ ნა***ზრები.

0.064331
701