ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ვიქტორ ოსიმენის სიტუაციაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ფეხბურთელი იმედგაცრუებულია და თუ ვითარება გაუარესდა, „ნაპოლის“ ზაფხულში მისი გაყიდვა მოუწევს.
„რა თქმა უნდა, ფეხბურთელი იმედგაცრუებულია. ზოგი ამბობს, რომ ის აღშფოთებულია ამ სიტუაციით. კონტრაქტი 2025 წელს ეწურება, ბევრი აგვისტოში ამბობდა, რომ განახლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ ასე აბსოლუტურად არ არის. შეთავაზება მაგიდაზეა, მაგრამ საბოლოო შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. ცხადია, თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს ნიშნავს, რომ „ნაპოლის“ მისი გაყიდვა მომდევნო ზაფხულს მოუწევს“, - თქვა რომანომ.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლის“ ხელმძღვანელობასთან სერიოზული კონფლიქტი აქვს. დღესვე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ნიგერიელი თანაგუნდელებსაც კი არ მიესალმა.