ფეხბურთი

19:46 | 27.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიკა რიჩარდსი: "ერთხელ ტრავმა სექსის დროს მივიღე"

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა მიკა რიჩარდსმა განაცხადა, რომ ერთხელ ტრავმა სექსის დროს მიიღო. როგორც მან გაიხსენა, ლოგინიდან გადავარდა, რის შედეგადაც ბარძაყის ძვალი დაიზიანა.

“ერთხელ ტრავმა სექსის დროს მივიღე. არ ვიცი, შემიძლია თუ არა, ამის გამჟღავნება ამ შოუში, მაგრამ არა უშავს. ცხადია, დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ლოგინიდან გადმოვარდი და ბარძაყის ძვალი დავიზიანე“, - თქვა რიჩარდსმა The Rest is Football-ის პოდკასტში.

შეგახსენებთ, რომ მიკა რიჩარდსმა კარიერა 31 წლის ასაკში ტრავმიანობის გამო დაასრულა, ამჟამად კი, BBC-ისა და Sky Sports-ის კომენტატორია. მას არაერთ გუნდში აქვს ნათამაშები, მათ შორის, „მანჩესტერ სიტისა“ და „ფიორენტინაში“.

0.126415