რაგბი

19:05 | 27.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების მორაგბეები: "ვეცდებით ფიჯისთან ლაღად ვითამაშოთ"

საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა დემე თაფლაძემ და ვასილ ლობჟანიძემ ფიჯისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთეს.

ვასილ ლობჟანიძე: „ფიჯი ძალიან ძლიერი გუნდია. გავითვალისწინეთ პორტუგალიასთან შეცდომები, რაც გვქონდა და ვცდილობთ, რომ გამოვასწოროთ. ვეცდებით ფიჯისთან ვაჩვენოთ ის, რაც დაგავკლდა ავსტრალიასა და პორტუგალიასთან. რა თქმა უნდა, წნეხი უფრო ფიჯიზეა, რადგან მათთვის ეს თამაში ფინალია, ჩვენ არანაირი წნეხი არ გვაქვს და ვეცდებით უფრო გახსნილად, ლაღად ვითამაშოთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ“.

დემე თაფლაძე: „ფიჯი, როგორც ტექნიკურად, ისე ტაქტიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ ამ თამაშისთვის ძალიან დიდი ხანია ვემზადებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ წინააღმდეგ ღირსეულად წარვდგეთ. ფიჯი ნამდვილად გაძლიერდა, მაგრამ ჩვენც გავძლიერდით. რაც წინა ორ თამაშში დაგვაკლდა, მაგის გაუმჯობესება მიმდინარეობს და ყველანაირად ვეცდებით ეს შეცდომები აღმოფხვრათ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ფიჯის შეხვედრა 30 სექტემბერს, თბილისის დროით 19:45 საათზე გაიმართება.

0.131241