ფეხბურთი

15:29 | 27.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" გნაბრი რამდენიმე კვირით გამოაკლდა

მიუნხენის „ბაიერნს“ სერჟ გნაბრი გამოაკლდა. გერმანელმა ფეხბურთელმა ტრავმა გერმანიის თასზე „მიუნსტერთან“ მატჩის (3:0) დასაწყისში მიიღო და შეცვალეს.

როგორც გაირკვა, გნაბრის ტრავმა საკმაოდ მძიმეა და მარცხენა მხარის მოტეხილობა აღენიშნება, რის გამოც ოპერაციას გაუკეთებენ. შესაბამისად, რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

გნაბრიმ მოედანი მე-11 წუთზე მეტოქის მეკარის, იოჰანეს შენკთან შეძახების შედეგად დატოვა. მიმდინარე სეზონში გერმანელმა შემტევმა ყველა ტურნირზე 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

0.116583