ფეხბურთი

19:13 | 26.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ რუსეთის ასაკობრივი გუნდები თავის ტურნირებზე დაუშვა

უეფამ ლიმასოლში გამართულ აღმასკომის სხდომაზე გადაწყვიტა, რომ რუსეთის ასაკობრივი გუნდები უეფას ტურნირებში დააბრუნოს.

გადაწყვეტილება ოფიციალურად დადასტურდა და უეფას განცხადებაში აღნიშნულია: „უეფა იყო პირველი სპორტული ორგანო, რომელმაც რეაგირება მოახდინა უკრაინის ომზე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსული გუნდები შეჯიბრებებიდან მოეხსნა, ასევე ჩამოართვა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება სანქტ-პეტერბურგს და ევროპის სუპერთასის ყაზანს, ასევე სასპონსორო კონტრაქტი გაწყვიტა გაზპრომთან. თუმცა, უეფამ ასევე იცის, რომ ბავშვები არ უნდა დაისაჯონ იმ ქმედებებისთვის, რომლებზეც პასუხისმგებელნი მხოლოდ უფროსები არიან“.

რუსეთის ასაკობრივი ნაკრებები და გუნდები უეფას ტურნირებში რუსეთის დროშის, გერბის, ჰიმნი და ოფიციალური მაისურის გარეშე ითამაშებენ. მატჩები ასევე არ ჩატარდება რუსეთის მიწაზე. ამ ეტაპზე უეფამ მხოლოდ რუსეთის 17-წლამდე ნაკრებს მისცა მის ტურნირებში მონაწილეობის უფლება.

თუმცა, თვითონ გადაწყვეტილება, რომ უეფამ რუსეთის ასაკობრივი ნაკრებები/გუნდები ისევ დაუშვა თავის ტურნირებში, დიდ პოლემიკას გამოიწვევს.

თეგებიუეფარუსეთი
0.120705