რაგბი

17:27 | 26.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს გორგაძე გამოაკლდა, გუნდში მისი შემცვლელი გამოიძახეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ბექა გორგაძე გამოაკლდა. ის მსოფლიოს ჩემპიონატის დარჩენილ ორ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

გორგაძემ პორტუგალიასთან შეხვედრაში კოჭის ტრავმა მიიღო და როგორც გაირკვა, დაზიანება სერიოზულია. მის ნაცვლად ეროვნულ ნაკრებში ოთარ გიორგაძეს უხმეს, რომელიც მანამდე მსოფლიოს ჩემპიონატის საბოლოო განაცხადში არ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ავსტრალიასთან წააგო, ხოლო პორტუგალიასთან ფრედ ითამაშა. „ბორჯღალოსნები“ 30 სექტემბერს, ფიჯის შეხვდებიან, ხოლო ბოლო ტურში უელსს დაუპირისპირდებიან.

0.118781