ფეხბურთი

15:24 | 26.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტუდორმა შესაძლოა „ნაპოლიში“ გარსია შეცვალოს

45 წლის ხორვატმა სპეციალისტმა, იგორ ტუდორმა, შესაძლოა, „ნაპოლის“ უხელმძღვანელოს, თუ ნეაპოლიტანური კლუბის ამჟამინდელი მწვრთნელი, რუდი გარსია ოქტომბრის სანაკრებო შესვენებამდე გუნდის შედეგებს არ გააუმჯობესებს - წერს RMC Sport.

წყაროს ცნობით, „ნაპოლის“ მფლობელი, აურელიო დე ლაურენტისი. არ არის გარსიას მუშაობით კმაყოფილი. სიტუაციის გამოსასწორებლად კლუბის მფლობელმა ფრანგ სპეციალისტს ოთხი მატჩი მისცა. ამავე დროს, დე ლაურენტისმა დაიწყო გარსიას შემცვლელი კანდიდატების შესწავლა. მთავარ კანდიდატად „მარსელიდან“ წასვლის შემდეგ უკლუბოდ დარჩენილი იგორ ტუდორი მოიაზრება.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ხუთი ტურის შემდეგ ნაპოლიმ 8 ქულა დააგროვა და ამჟამად ჩემპიონატში მე-7 ადგილზე დგას.

0.113992