იტალიის ფეხბურთის ფედერაცია, იტალიის მსაჯთა ასოციაცია და DAZN (სპორტული სტრიმინგის სერვისი) ადგილობრივი ფეხბურთის განვითარების პროექტზე შეთანხმდნენ. კერძოდ, ის მსაჯობის თემას შეეხება. მას ეძღვნება გადაცემა Open VAR, რომლის პირველი ეპიზოდი 24 სექტემბერს გავიდა ეთერში.
მასში სერია A და B მსაჯების თავკაცმა, ცნობილმა არბიტრმა, ჯანლუკა როკიმ 16-18 სექტემბერს გამართული იტალიის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩების ეპიზოდები გააანალიზა. ტელემაყურებელს დეტალურად აჩვენეს მსაჯებისა და მათი ვიდეო ასისტენტების ნამუშევარი, მიეცათ შესაძლებლობა მოესმინათ მათი საუბრები.