ამსტერდამის მერმა, ფემკე ჰალსემამ, „აიაქსი“ – „ფეიენოორდის“ მატჩის შეწყვეტის თაობაზე ისაუბრა. თამაში იმის გამო შეწყდა, რომ მასპინძელთა გულშემატკივრებმა მოედანზე მაშხალები ისროლეს.
„რაც მოხდა ძალიან სამარცხვინოა. „აიაქსმა“ უნდა უზრუნველყოს, რომ მომავალ მატჩებზე გულშემატკივრები გაჩხრიკონ. მეც ვთვლი, რომ ფანების სექტორზე ბადეები უნდა დაკიდოს. გარდა ჩხრეკისა და ბადისა, დამნაშავე პირებს სამუდამოდ უნდა აუკრძალონ სტადიონზე შესვლა. საჭიროების შემთხვევაში შემიძლია აღვასრულო ეს.“ - ციტირებს ჰალსემას სიტყვებს L’Équipe.
შეგახსენებთ, ინციდენტი ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩის დროს მოხდა. გულშემატკივრების უმსგავსო მოქმედების გამო, მსაჯი იძულებული გახდა, „აიაქსის“ და „ფეიენორდის“ ფეხბურთელები მოედნიდან გაეყვანა და თამაში შეეჩერებინა.