ფეხბურთი

11:23 | 26.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნის" ზამთრის სატრანსფერო მიზნები ცნობილი გახდა

„ბაიერნმა" ზამთრის სატრანსფერო მიზნები დაისახა. Kicker-ის ცნობით, მიუნხენური კლუბი ზამთარში დაცვითი ნახევარმცველისა და მარჯვენა მცველის შეძენას აპირებს. გუნდის მთავარი მწვრთნელი, თომას ტუხელი, სპორტულ დირექტორ კრისტოფ ფროინდთან ერთად გუნდის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს. ფეხბურთელების კონკრეტული ვინაობა ჯერ არ სახელდება.

ტუხელმა ადრეც გამოხატა შეშფოთება გუნდის დაცვის ხაზთან დაკავშირებით. გერმანელი სპეციალისტის თქმით, მიუნხენურ კლუბს მეტი კვალიფიციური უკანახაზელი სჭირდება.

გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში „ბაიერნმა“ ხუთი ტურის შემდეგ 13 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

0.114853