„ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ, საუდის არაბეთის ჩემპიონატთან ევროპული ლიგების კონკურენციაზე ისაუბრა.
„სათანადოდ უნდა შევაფასოთ ამ ახალი სცენარის ეფექტი. ამ დროისთვის ჩვენი პროდუქტის კონკურენტუნარიანობა და ხარისხი დავკარგეთ: საუდელებმა მნიშვნელოვანი მოთამაშეები წაიყვანეს და არა მხოლოდ ისინი, ვინც კარიერას ასრულებს.
ცხადია, გვქონდა ფინანსური მოგება, რადგან გაყიდვით ვიშოვეთ ფული, რომლითაც შემდეგ რეინვესტირებას ვახდენდით, მაგრამ ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ არაბულ ბაზარს ტრანსფერებზე შეზღუდვებით და ზომებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ტექნიკური მემკვიდრეობის დაცვას.
საუდის არაბეთში ფეხბურთში სახელმწიფო დონეზე უზარმაზარი ინვესტიცია ჩაიდო, რაც საშუალებას აძლევთ განავითარონ ინფრასტრუქტურა,მიიწვიონ საუკეთსო მწვრთნელები და ფეხბურთელები, მაგრამ კონკურენციამ არ უნდა შეგვაშინოს. მსყიდველობითუნარიანობის მხრივ, ცხადია, სხვაობა აშკარაა. გამოსავალი უნდა ვიპოვოთ სწორად მართვასა და მეწარმეობის უნარების განვითარებით - თუ ისინი ფულს ჩადებენ, ჩვენ უნდა ჩავდოთ ცოდნა.“ - ციტირებს მაროტას სიტყვებს Football Italia.