ფეხბურთი

23:04 | 25.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ფეხბურთელებს სპალეტის ეშინოდათ, გარსიასთან ასე არ არის"

იტალიელმა ჟურნალისტმა სანდრო საბატინიმ „ნაპოლიში“ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ფეხბურთელები ლუჩანო სპალეტის პატივს სცემდნენ და თან მისი ეშინოდათ, ახლა კი, ასეთი რამ გუნდში არ არსებობს.

„ნაპოლიში“ შეიქმნა მსგავსი სიტუაცია, როდესაც ბენიტესი „ინტერში“ მოურინიოს შემდეგ მივიდა. სინამდვილეში, ბენიტესი ბევრად უკეთესი მწვრთნელია, ვიდრე ამჟამინდელი გარსია. სპალეტის და გუნდს შორის ძალიან ძლიერი კავშირი იყო - ფეხბურთელებს ეშინოდათ და პატივს სცემდნენ სპალეტის, ახლა მათ არც შიში აქვთ და არც პატივისცემა“, - თქვა საბატინიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში ზედიზედ სამი მატჩია ვერ იგებს და მხოლოდ 8 ქულა აქვს, ლიდერ „ინტერთან“ ჩამორჩენა უკვე 7 ქულას შეადგენს. გარსიას გუნდი მომდევნო ტურში 27 სექტემბერს, „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

0.123493