კალათბურთი

22:05 | 25.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

თსუ ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკასთან" 60 ქულით დამარცხდა

დიდი ხნის შემდეგ ქართული საკალათბურთო გუნდი ევროტურნირზე დაბრუნდა, მაგრამ დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა.

ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციის მეოთხედფინალში თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ლისაბონის „ბენფიკასთან“ უშანსოდ, 62:122 დამარცხდა.

პორტუგალიელებმა პირველივე პერიოდში 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და თამაშის ბოლომდე უპირატესობას მხოლოდ ზრდიდნენ, საბოლოოდ კი, 60 ქულით გაიმარჯვეს.

თსუ-ში საუკეთესო გიორგი ტურძილაძე იყო, რომელმაც 19 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა, თუმცა, სხვებმა მას მხარი ვერ აუბეს. 10 ქულა დააგროვა ალექსანდრე ფევაძემ, სხვები ამ ზღვართან არ მისულან.

თსუ ამ მარცხის შემდეგ გადაინაცვლებს ფიბა ევროპის თასზე, სადაც 8 აგვისტოს მიუნხენში გამართულმა წილისყრამ ჯგუფში მეტოქეებად ძალიან ძლიერი გუნდები - ფრანგული „შოლე“, იტალიური „ვარეზე“ და გერმანული „გოტინგენი“ არგუნა. აღნიშნულ ტურნირში თამაშები ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება და ჯგუფური ეტაპი (6 მატჩი) 2023 წლის ბოლომდე დასრულდება.

„ბენფიკა“ – თსუ 122:62 (25:15, 32:17, 36:18, 29:12)

0.120824