ვიქტორ ოსიმენი სასჯელს გადაურჩა. იტალიური მედია ვარაუდობდა, რომ „ბოლონიასთან“ მატჩში შეცვლის შემდეგ გამოხატული უკმაყოფილების გამო ნიგერიელს კლუბი ფინანსურად დასჯიდა, თუმცა, ასე არ მოხდება.
Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ოსიმენმა რუდი გარსიას ბოდიში მოუხადა, კლუბი კი მას ფინანსურ სანქციას არ დააკისრებს.
ოსიმენმა შეცვლის შემდეგ გარსიას მიმართ უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატა. მსგავსი საქციელით „ჯენოას“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიაც გამოირჩა, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელები მწვრთნელის წინააღმდეგ არიან.
თუმცა, „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას კვარაცხელია არ დაუსჯია და არც ოსიმენს დასჯის, მიუხედავად იმისა, რომ ნიგერიელის ჟესტი და რეაქცია გაცილებით მწვავე იყო.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სერია A-ს ხუთ ტურში მხოლოდ 8 ქულა მოიპოვა, 27 სექტემბერს კი, „უდინეზეს“ უმასპინძლებს.