„მილანის“ ფეხბურთელმა რაფაელ ლეაუმ უახლოეს პერიოდში საუდის არაბეთის ჩემპიონატში წასვლა გამორიცხა. როგორც მან თქვა, მისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება ფულზე უფრო მნიშვნელოვანია.
„ჯერ არ მიმიღწევია დიდი შედეგებისთვის, რომ ასეთ ჩემპიონატში წავიდეს. ჩემთვის ჩემპიონთა ლიგა მაგალითად 10 მილიონ ხელფასზე მეტია“, - თქვა ლეაუმ.
შეგახსენებთ, რომ რაფაელ ლეაუ „მილანში“ 2019 წლიდან თამაშობს. მანამდე პორტუგალიელი „ლილის“ და „სპორტინგის“ ღირსებას იცავდა.