„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ როდრის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება, რადგან „ნოტინგემ ფორესტთან“ მატჩში მეტოქესთან ჩხუბისთვის გააძევეს.
პეპ გვარდიოლას იმედი აქვს, რომ ესპანელი ნახევარმცველისთვის ეს გაკვეთილი იქნება.
„ჩემი აზრით, როდრის ქცევა 3-მატჩიან დისკვალიფიკაციას არ იმსახურებს, მაგრამ წესი წესია. როდრიმ აქედან გაკვეთილი უნდა ისწავლოს და იმედი მაქვს, რომ ეს აღარ განმეორდება“, - თქვა გვარდიოლამ.